ფესტივალი

შალიკაშვილის ფესტივალი

შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის,  პლასტიკისა  და მოძრაობის  საერთაშორისო  ფესტივალი

მასშტაბური მოვლენა ქართულ კულტურულ სივრცეში!

2019 წლის პანტომიმის, პლასტიკის და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი რადიკალურად განსხვავებული იქნება წინა წლებთან შედარებით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ყოველ წლიურად გავზარდოთ ფესტივალის მასშტაბი, რომ მსოფლიო ბაზარზე გავიტანოთ უნიკალური ქართული პანტომიმა.

2019 წელს ფესტივალი სამი დღე გაგრძელდება. ჩვენ გვესტუმრებიან ფრანგი მუსიკოსები. მათი თანხლებით პანტომიმის თეატრი მაყურებლის წინაშე განსხვავებული თანამედროვე კოსტუმირებული შოუთი წარსდგება.

ამ ყველაფერის მიზანი შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის აშენება და საერთაშორისო პლასტიკის ცენტრის გახსნაა. ფესტივალის შემოსავლის გარკვეული პროცენტი ირიცხება თეატრის ასაშენებლად. ჩვენ ვაშენებთ 54 წლის მქონე ისტორიის, მსოფლიოში განთქმულ და წარმატებულ თეატრს!

ფესტივალის განრიგი:

19 ივლისიფესტივალის გახსნა

ლოკაცია: პანტომიმის თეატრი

  • სპექტაკლი ‘’ნატვრის ხე’’
  • ამირან შალიკაშვილის „ვეფხისტყაოსნის“ პოეზიაზე აწყობილი ელექტრონული მუსიკალური

ლაივ პერფორმანსი

  • პანტომიმის თეატრის ახალი პროექტის პრეზენტაცია
  • თანამედროვე ახალგაზრდა ქართველი მხატვრის გამოფენა

 

20 ივლისიფესტივალის მეორე დღე

ლოკაცია: ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა

  • Polo & Pan (Live) და პანტომიმის თეატრის კოსტიუმირებული შოუ

21 ივლისიფესტივალის დახურვა

ლოკაცია: პანტმომიმის თეატრი

  • პრემიერაპანტომიმის თეატრის  (Facebook Live)

#ჩვენვაშენებთთეატრს

ფესტივალი დაარსდა 2015 წლის 13 მაისს ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით.

1965 წელს დაარსდა საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი, რომელიც 54 წელია არ კარგავს აქტუალობას და კვლავ სათავეში უდგას ქართული პლასტიკის განვითარებას მსოფლიოს მაშტაბით.

ინფორმაცია მეორე დღის ბილეთების შესახებ:

I კალათა – 50 ლარი (sold out)

II კალათა – 60 ლარი(sold out)

III კალათა – 70 ლარი

კარზე – 80 ლარი

Eventer.ge: eventer.ge/polopan

Tkt.ge: tkt.ge/PoloandPan

Share: