„ისეთი ნაციონალური, პროფესიულად ჩამოყალიბებული ნიჭიერი კოლექტივი მე ჯერ არ შემხვედრია. მიუხედავად არსებობის მოკლე დროისა, მან უკვე გამოიმუშავა თავისი ხელწერა და ალბათ უახლოეს მომავალში ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროპის პანტომიმის თეატრებს შორის“.
მარსელ მარსო
„პანტომიმის ქართული თეატრის ისტორია, ნათლად გვიჩვენებს, რომ მან მყარად გაიდგა ფესვები და უკვე შეიძლება ითქვას, რომ მისი შემოქმედების შედეგებმა საინტერესოდ გაამდიდრეს, ქართული საბჭოთა თეატრის ჰორიზონტი. სასიხარულოა, რომ კვლავ აგრძელებენ ქართული თეატრალური ხელოვნების, განვითარებისათვის ბრძოლას“.
ვერიკო ანჯაფარიძე
„თეატრს არა მარტო აწმყო არამედ მომავალიც აქვს. დღეს ჩვენი ნაციონალური კულტურის ყველა წამომადგენელს ამაყად შეუძლია თქვას, რომ დაიბადა კიდევ ერთი საინტერესო პროფესიონალური თეატრი – ქართული პანტომიმის თეატრი.
გიგა ლორთქიფანიძე
„თეატრი, რომელიც ამირან შალიკაშვილმა შექმნა კოტე მარჯანიშვილის ტრადიციების გამგრძელებელია, მაგრამ ამირან შალიკაშვილი არასოდეს არ იმეორებს, არ ბაძავს მარჯანიშვილს პანტომიმით, მხოლოდ ანვითარებს მას, და ქმნის ახალი სულისა და ახალი ხასიათის თეატრს“.
ეთერ გუგუშვილი
„პანტომიმის თეატრის პირველივე დღიდან პატივისცემელი, მისი მუდმივი მაყურებელი და გულშემატკივარი ვარ. ვგრძნობ სპექტაკლიდან სპექტაკლამდე მათ შემოქმედებით ზრდას. ამ კოლექტივში ყველაზე მეტად მე მომწონს „რთველი საქართველოში“. ეს ამ თეატრისათვის ისეთივე მნიშვნელობის სპექტაკლია, როგორც სამხატვრო თეატრისათვის „თოლია“. ამ სპექტაკლით იპოვნა თეატრმა თავისი შემოქმედების მარცვალი. მწამს, რომ ეს მარცვალი გაიზრდება და მნიშვნელოვანი გახდება არა მარტო ჩვენი რესპუბლიკის მასშტაბით, არამედ საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც“.
ვახტანგ ტაბლიაშვილი
„მე მუდმივად თვალს ვადევნებ ქართული პანტომიმის თეატრის შემოქმედებით ზრდას და სიამაყით მევსება გული, იმით რომ დღეისათვის ჩვენი პანტომიმის თეატრი პირველი სახელმწიფო თეატრია საბჭოთა კავშირში“.
სანდრო მირიანაშვილი
„რა მშვენიერია, რომ საქართველოში გვაქვს პანტომიმის თეატრი, ამ უძველეს პლასტიკურ ხელოვნებას ჩვენში და უცხოეთშიც ადრიდანვე კარგი ტრადიციები ჰქონდა და ამჟამად თბილისში პანტომიმის თეატრის დასის ჩამოყალიბება სრულიად მართებული, დროული საქმე იყო. სულ რამდენიმე წლის განმავლობაში შეიქმნა საინტერესო, პროფესიული კოლექტივი, რომელმაც თავისი ორიგინალური და მიმზიდველი წარმოდგენებით მიიზიდა ჩვენი მაყურებელი“.
ჯანსუღ ჩარკვიანი
„მე მომწონს ის დიდი თავდადება, ფანატიკური სიყვარული, რომელიც ვიგრძენი და დავინახე პანტომიმის თეატრის ფუძემდებელში ამირან შალიკაშვილში. მან დიდი ფანტაზია, სიყვარული და ფანატიკური დამოკიდებულება ამ ჟანრისადმი გადასცა ახალგაზრდებს, რომლებიც მის სტუდიას გარშემო ახვევიან.
მე თვალს ვადევნებ პანტომიმის თეატრს პირველი გაუბედავი ნაბიჯიდან დღემდე. საინტერესოა, რომ ის დღენიადაგ იზრდება, ანვითარებს თავის ტექნიკას და ეუფლება ჟანრის ოსტატობას“.
არჩილ ჩხარტიშვილი
„დღემდე მიღწეული და დაკანონებული გამომსახველობითი მიმიკისა და ჟესტების სახეცვლილებას, მრავალფეროვნებას, გამდიდრებას ახალი აქცენტებითა, თუ შუქჩრდილებით უნდა ველოდოთ თეატრის შემდგომ წარმოდგენებში. სიხარულს, აღტაცებას, წყენას, ელდას, თავზარდაცემას, მწუხარებას, ჩაფიქრებას, მოლოდინს, შიშს, გაოცებას… ახალ-ახალი შესატყვისი შტრიხები უნდა მიემატოს გამოწვეული მიზეზებისა და სცენური გარემოებების ამოცანის შესაბამისად. ოსტატობის და სცენური ტექნიკის შეძენა უკვე დაეტყო პანტომიმის თეატრის დასს, მაგრამ მალე ახალ ხარისხში უნდა ავიდეს იგი, რაც სპეციფიკური ნიჭის გარდა ქანცგამწყვეტ შრომას და ფანატიკურ მიზანდასახულობას მოაქვს. პანტომიმის სახელმწიფო თეატრს არ აკლია ეს თვისებები!“
კოტე ნინიკაშვილი
„ამირან შალიკაშვილის პანტომიმის თეატრის ნაციონალური ხასიათი თავისებურად ჟღერს ცალკეულ საერთო საკაცობრიო სცენებშიც, ინტერნაციონალური ჟრერადობის სპექტაკლებში. ისეთი როგორიცაა „უმუშევარის ბედი“-„მხატვარი – აბსტრაქციონისტი“, ქალის ცხოვრება“ და „მტრედები“ – ამ ბოლო სპექტაკლში მიგნებული გადაჯვარედინებული ხელის მტევნების ქნევა ქმნის ცისკენ გაფრენილ ფრინველთა საოცარ ილუზიას“.
„სოვეტსკაია კულტურა“ 16.IX.1969
„ელექტრას“ ძალა და სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ აქ გაიხსნა, გამოჩნდა სიცოცხლის და სიახლის მამოძრავებელი ძალა, მისი საღებავები, მისი ცოცხალი სიტყვები, მისი სურნელი და განცდები და შევიხედეთ რა თეატრში, რა თქმა უდნა ჩვენთვის ნათელი გახდა, რატომ დაიბადა ეს ძველთაძველი ხელოვნება, რომელიც ამირან შალიკაშვილმა და მისმა მსახიობებმა წარმოგვიდგინეს“.
„მასკოვსკი კომსომოლეც“ 16.XII.1973
„თეატრი თავს მოვალედ თვლის პასუხი აგოს ადამიანთა ბედიღბალზე. იგი თავის თავში პოულობს საკმაო ძალას, რათა თავის შემოქმედებაში დანერგოს პროგრესული იდეები“.
„ზარია ვასტოკა“ 05.XI.1974
„სპექტაკლი „უკანასკნელი ზარი“ – ერთი შეხედვით დრამატულია. მიაუხედავად ამისა მსახიობებმა შესძლეს გამოეხატათ გრძნობები და მოქმედება პანტომიმის საშუალებით, რომელიც განსაკუთრებულ ხელოვნებას მოითხოვს. სპექტაკლში უხვადაა სხვადასხვა პანტომიმური მიგნებები. ესაა ადამიანთა მოძრავი სხეულებისგან შექმნილი „მატარებელი“ და „პროკლამაციის საბეჭდი მანქანა“. არც ხვდება მაყურებელი გულგრილად“.
„ზარია ვასტოკა“ 23.III.1976
„თბილისის პანტომიმის თეატრის რეპერტუარში (ხელმძღვანელი ა.ვ შალიკაშვილი) არის ბრწყინვალე მინიატურა თავისი პოეტურობითა და სიმდიდრით „პოემა ვაზზე“.
„საბჭოთა როსია“. მოსკოვი, 1976
„საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრს გააჩნია მრავალმხრივი საინტერესო რეპერტუარი, მაგრამ ყველაზე უფრო სერიოზული შემოქმედებითი ცდა იყო „ელექტრა“.
„კრასნაია ზნამია“ 16.11.1977
„ეს თეატრალური კოლექტივი განსაკუთრებული – ერთადერი პროფესიული პანტომიმის თეატრია მთელ ჩვენ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა თეატრს უკვე გააჩნია ნათელი შემოქმედებით სახე, თავისი ზუსტი მხატვრული და მოქალაქეობრივი პოზიცია. გააჩნია აგრეთვე ემოციურ-პლასტიკური ხერხების ფლობის უნარი“.
„ლენინგრადსკაია პრავდა“ 07.VII.1977
„მათ, ვისაც წილად ხვდა ენახა თბილისის პანტომიმის თეატრის გამოსვლები, საბჭოთა კავშირის ერთადერთი პანტომიმის თეატრის სპექტაკლები, ალბათ დიდხანს დაამახსოვრდებათ ამ წარმოდგენების მაღალი პუბლიცისტური სული მათი გულწრფელობა და საოცარი ჰარმონიულობა, დიდხანს დაამახსოვრდება შესრულების ტექნიკა და მსახიობთა მიერ იშვიათი სიზუსტით მიგნებული ემოციონალურ-პლასტიკური საღებავები“.
„ტეატრალნაია ჟიზნ“ N 4, 1997
„მოქმედება სულ რაღაც ხუთ წუთში ხდება, მაგრამ ეს საკმარისია იმისთვის რომ თეატრმა აგაღელვოთ. პოეტურად და ამავე დროს მხიარულად მოგითხროთ თუ რა მშვენიერია სიყვარული და შრომა, რა უშრეტია სიცოცხლის ბრუნვა დედამიწაზე. პანტომიმას ახასიათებს უბრალოება, სისადავე და ლაკონიურობა – ეს სწორედ ის სისადავე და ლაკონიურობაა, რომელიც თეატრის მიერ მიღწეულ ოსტატობაზე მიგვითითებს“.
„საბჭოთა ესტრადა და ცირკი“ N 6, 1977
„მე ვერ წარმომიდგენია, თუ ამდენი გრძნობით და არსით შეიძლება ყოფილიყო სავსე ჟესტი, მიმიკა, სხეულის პლასტიკა! დარბაზი ტირის, განიცდის რა ელექტრას ტრაგედიას, მაგრამ თვითონ მსახიობი კირა მებუკე ხომ ტირის სცენაზე, – იგი არ თამაშობს, იგი ცხოვრობს. ზოგიერთი მომენტი პირდაპირ თავზარს გცემს – აგამემნონის სიკვდილი, ამ მოძრაობით შექმნილი, წარმოსახული სურათი „მოგონებაში“, რაც ძველ ეტრუსკულ ვაზას მოგვაგინებს“…
„სოვეტსკაია ზაურალიე“ 28.II.1977
„სპექტაკლმა „უკანასკნელი ზარი“ შექმნა ლენინგრადელი მოსწავლის ზინა პორტნოვას სახე, რომელიც მამაცურად ებრძოდა მტერს და დაიღუპა ფაშისტი ჯალათების ხელით, მთავრი როლის შემსრულებელი კირა მებუკეს პლასტიკური ტალანტი, ემოციურობა ადგენს სპექტაკლის ტონალობას. კულმინაციას აღწევს მსახიობი გმირი ქალის დაღუპვის სცენაში – გავიწყდება ჟანრის პირობითობა და გულგანგმირავი ტკვილით შემოდის ჩვენში უდიდესი მღელვარება“.
„ვეჩერნი ლენინგრად“ 11.VII.1977
„ახალგაზრდა კოლექტივის სწრაფი ზრდა და ნამდვილი წარმატება არაა შემთხვევითი. აქ საქმე მარტო მსახიობთა ნიჭიერებას და თეატრის ხელმძღვანელის დამსახურებას კი არ ეხება, წარმატების საწინდარი იმაში კი არ მდგომარეობს კულტურის სამინისტრომ და კომკავშირის ცკ-ამ გადაჭრით მხარი, რომ დაუჭირა ახალგაზრდა კოლექტივს, არამედ იმაშიც, რომ ჩვენს ქვეყანაში პირველი პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ჩამოყალიბება რაღაც გარკვეული შედეგია საბჭოთა პანტომიმის შემდგომი განვითარებისა“.
ჟურნალი „ტეატრ“ N 7, 1978
„დიდი წარმატებით ჩაიარა თბილისის სახელმწიფო პანტომიმის თეატრის სპექტაკლმა „უკვდავნი“.
„პრავდა“ 03.VII.1979
„მცირე მიწაზე მომხდარი ბრძოლების ეპიზოდებმა, პლასტიკური ხელოვნების მოთხოვნილებებმა, სპექტაკლში ეპიკური ჟღერადობა შეიძინეს, რამაც თავის მხრივს თავისებური პათოსით განმსჭვალა ომის დროინდელი დღეების სიმწარე თუ სიხარული, გამარჯვების დღე, ადამიანთა ერთიანი მეგობრობა“.
„ტეატრალნაია ჟიზნ“ 12.VI.1970
„სპექტაკლი „მცირე მიწა“ – მშვენიერი ბალადაა ვაჟკაც ადამიანებზე, მათზე ვინც სამამულო ომის მკაცრ დღეებში იცავდა სამშობლოს, ვინც მოიპოვა გამარჯვება, მათზე ვინც მოგვიპოვა მშვიდობა. ესაა ბალადა, რომელიც აღავსებს ახალგაზრდა მეომრებს სიმამაცით და მოუწოდებს მამათა დიდების გაორმაგებისაკენ“.
„ლენინგრადსკაია ზნამია“ 20.V.1979
„ეს საოცარი ნამუშევარია, რომელიც უპირველეს ყოვლისა საინტერესოა იმით, თუ როგორაა ნაჩვენები საბჭოთა მეომრების ბრძოლა უკანასკნელი მიწის ნაფლეთისათვის, სიმბოლიკის და სახეების საშუალებით“.
„ვეჩერნი ტბილისი“ 17.IV.1979
„პანტომიმის თეატრის მსახიობთა სპექტაკლები, რომელსაც ხელმძღვანელობს ამირან შალიკაშვილი მართლაც რომ აღწევენ მუსიკის და მხატვრობის სიმაღლეს, სიტყვები ან სხვა რაიმე საშუალებები ალბათ უკვე ზედმეტი და უსუსური იქნებოდა.
ეს თეატრი ზედმიწევნით თანამედროვეა. ამოიზარდა რა წარსულის ფესვებზე, ნიადაგზე, როგორც ხე, როგორც ვაზის რქა. თეატრი ამავე დროს სუნთქვას თანამედროვე ეპოქის პრობლემებით და დაძაბულობით, რომელი პრობლემებიც მხატვრის, ხელოვანის პიროვნებამ გარდასახა, გარდატეხა“.
„კრიმსკაია პრავდა“ 25.IX.1981
„სპექტაკლი „კიდევაც დაიზრდებიან“ – ეს არის წარმოდგენა ადამიანის და დედამიწის განუყოფელობის, მასზე არსებული შრომის სიხარულის შესახებ, იმ ტანჯვის შესახებ, რომელიც ომს მოაქვს ადამიანებისათვის, ცხოვრების დაუშრეტელი ძალის შესახებ. სპექტაკლის პარტიტურა პათეტიკური და მონუმენტალურია. დედასამშობლოს სიმბოლოდ ნაგულისხმევია დედის სახე, რომელიც შექმნა კირა მებუკემ“.
„იზვესტია“ 01.III.1982
„დიდი მადლობა თქვენი შესანიშნავი ხელოვნებისათვის, თქვენი მშვენიერი სპექტაკლისათვის „კიდევაც დაიზრდებიან“. მოხიბლული ვარ ამირან შალიკაშვილის იუმორით. ეს ერთ-ერთი საინტერესო სპექტაკლია, რაც კი მე ოდესმე მინახავს… დიდი მადლობა მთელ ქართულ თეატრს იმ გულწრფელი, ბედნიერი წუთებისათვის რაც ჩვენ განვიცადეთ თქვენთან შეხვედრისას“…
ჰერმენ ვედეკინდი