შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი მიმების საერთაშორისო კონფერენციაზე

2019 წლის 27 ივნისიდან 1 ივლისამდე სერბეთში, ბელგრადში მიმების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება.

ღონისძიებას მიმების მსოფლიო ორგანიზაცია უკვე მეორედ ატარებს. ესაა არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია რომელიც ჩამოყალიბდა საგანმანათლებლო მიზნებისთვის. მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს პანტომიმის ხელოვნების განვითარებას.

მიმების მსოფლიო ორგანიზაცია აერთიანებს პროფესიონალ და მოყვარულ მიმებს მთელი მსოფლიოდან და აძლევს მათ სივრცეს, უსაფრთხოების გარანტს და შესაძლებლობას, რომ დახვეწონ თავიანთი უნარები და გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი ხედვა და გამოცდილება.

შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი კონფერენციის პირველ დღეს წარსდგება მაყურებლის წინაშე სპექტაკლით “Georgian Pantomime Novels”.

გელოდებით აღმოსავლეთ ევროპაში!

#ჩვენვაშენებთთეატრს

#wearebuildingtheatre

 

 

 

 

Share: