შალიკაშვილის პანტომიმის თეატრმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა

27 ივნისიდან 1 ივლისამდე Shalikashvili Pantomime Theater · შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი მიმების საერთაშორისო კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას ბელგრადში, სერბეთში.

ჩვენმა თეატრმა გაიმარჯვა და თბილისში გრან პრის ჩამოიტანს 🎊

ღონისძიებას მიმების მსოფლიო ორგანიზაცია უკვე მეორედ ატარებს. ესაა არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია რომელიც ჩამოყალიბდა საგანმანათლებლო მიზნებისთვის. მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს პანტომიმის ხელოვნების განვითარებას.

მიმების მსოფლიო ორგანიზაცია აერთიანებს პროფესიონალ და მოყვარულ მიმებს მთელი მსოფლიოდან და აძლევს მათ სივრცეს, უსაფრთხოების გარანტს და შესაძლებლობას, რომ დახვეწონ თავიანთი უნარები და გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი ხედვა და გამოცდილება.

#ჩვენვაშენებთთეატრს
#wearebuildingtheatre

 

Share: