შალიკაშვილის პანტომიმის თეატრის გრან პრი

შალიკაშვილის საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის გრან-პრი  მონოდრამის და პანტომიმის 44-ე საერთაშორისო ფესტივალზე.

საქართველოს პანტომიმის თეატრი სერბეთიდან გრან-პრით დაბრუნდა. მონოდრამის და პანტომიმის 44-ე საერთაშორისო ფესტივალზე (27-30 ივნისი) მსახიობებმა გიგი ლორიამ და სალომე ფილიშვილმა ქართული პანტომიმის ნოველები წარმოადგინეს და მთავარი პრიზიც დაიმსახურეს. ბელგრადში გამართულ ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს გარდა, სერბეთი, ხორვატია, გერმანია, ბულგარეთი და ბოსნია და ჰერცოგოვინა იღებდნენ.

ფესტივალის დირექტორი – ბორისლავ ბალაჩ.

ჟიური: მილან ცაცი მიხაილოვიჩ, დრაგანა ბოშკოვიჩ, მოლინა უდოვიჩკი ფოტეზ.

ფესტივალის პარალელურად, 28-30 ივნისს, ბელგრადი მსოფლიო მიმების ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ მეორე საერთაშორისო კონფერენციასაც მასპინძლობდა. სადაც, საქართველოს პანტომიმის თეატრის წარმომადგენელმა პრეზენტაცია გამართა და ქართული პანტომიმის თეატრის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

#ჩვენვაშენებთთეატრს

#wearebuildingtheatre

 

 

 

Share: