გიჟი ოლიმპიელები

ნოემბერი 16, 2018

ოლიმპიურ თამაშებს საფუძველი ჩაეყარა ძველ საბერძნეთში. პირველი ოლიმპიური თამაშები მოეწყო ძვ.წ. 776 წელს ქალაქ ოლიმპიაში. ანტიკური ოლიმპიური თამაშები სახალხო რელიგიური დღესასწაულები იყო, რომლებიც ეძღვნებოდა უმაღლეს ღვთაებას – ზევსს. ოლიმპიური თამაშების დროს, ერთი თვის განმავლობაში, საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე ომი წყდებოდა. ამჟამად ოლიმპიური თამაშების წინ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და გაეროს გენერალური მდივანი ხელს აწერენ სამშვიდობო ხელშეკრულებას, მაგრამ სამწუხაროდ ომები არ წყდება, როგორც ეს ძველ საბერძნეთში ხდებოდა. 1896 წელს ბარონ დე კუბერტენმა მოდერნიზება გაუკეთა ოლიმპიურ თამაშებს. 2015 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველომ უმასპინძლა. 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ბრაზილიაში გაიმართება.

მონაწილეები:

გიორგი გურგენიძე, გიგი ლორია, ეკა დობორჯგინიძე, ვასო კიპაროიძე, ირაკლი ბიბილური, ნინო ლორთქიფანიძე, ნინო დათუნაშვილი, სალომე ფილიშვილი, სოფო ლოლაძე, სალომე ოკუჯავა, მარკო სტოიანოვიჩი.

სპექტაკლი “გიჟი ოლიმპიელები”-ს შთაგონების წყარო არის 1991 წელს დადგმული პანტომიმური სპექტაკლი “სისხლიანი სპორტი”, რომლის რეჟისორები და მონაწილეები იყვნენ მარკო სტოიანოვიჩი და რადე მარკოვიჩი.

რეჟისორი: მარკო სტოიანოვიჩი.
რეჟისორის ასისტენტი: სოფო ლოლაძე
მხატვარ დიზაინერი: ლაშა დევდარიანი
ქორეოგრაფია: „ბრძოლა“, ,„ცურვა“, „ტანვარჯიში“-თეატრის დასი.

Share: