ფსევდოკიეზისი

ივლისი 19, 2018

“Pseudocyesis” ანუ ცრუ ორსულობა – ეს არის ქალის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც იგი დარწმუნებულია, რომ არის ორსულად. ფსევდო ორსულობა ვითარდება თვითდაჯერების შედეგად, იმ ქალებში, რომლებიც ოცნებობენ დედობაზე, ან პირიქით მათში, ვისაც აქვს პათოლოგიური შიში ორსულობის და მშობიარობის მიმართ.

სპექტაკლის შესახებ:

„თუკი აღმოაჩენ, თუკი აღმოაჩენ, თუკი შეძლებ და აღმოაჩენ, რომ ყოველი დღე, ყოველი დღე, ყოველი დღე, შენი ყოველი დღე, ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო, გუშინ იყო, იყო გუშინ? რას იზამ? იზამ რამეს? შეგიყვარდება შენი ლეპტოპი? გიყვარს შენი ლეპტოპი? გიყვარს შენი რბილი საწოლი? რას გრძნობ, როცა ბალიშზე დებ თავს? გიყვარს შენი შვილი? შენი შვილი გიყვარს? რას იზამ, თუკი აღმოაჩენ, რომ შენც ნივთი ხარ? თუკი აღმოაჩენ, რას იზამ, რომ ვერაფერს ცვლი? საიდან დაიწყებ? დაიწყებ? შენ შეცვლი? შეცვლი კი? არამგონია. ამინ!“

მონაწილეობენ:

ნინო ლორთქიფანიძე
ვასო კიპაროიძე
მიშა ზაქაიძე

 

რეჟისორი და იდეის ავტორი: ლუკა ჩხაიძე
მუსიკა: SIKHA
მხატვარი: ბარბარა ასლამაზაშვილი
სპექტაკლის აღწერა: თაკო ფოლადაშვილი
პოსტერი: ქეთა ღვინეფაძე, ლუკა ჩხაიძე

Share: