ქრისტე

სექტემბერი 23, 2018

უგუნური ბრბოს განაჩენით და დამპყრობელ რომაელთა დასტურით, უსამართლოდ ჯვარცმული ქრისტეს ფერხთით ზის მარიამ ღვთისმშობელი და იხსენებს განკაცებული მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებას.

დაბადება… მეფე ჰეროდეს უმკაცრესი განაჩენი – მოეკლათ ყველა ყრმა ორი წლის ასაკამდე. დედამ სასწაულებრივად იხსნა შვილი განსაცდელისგან.
მერე ქრისტე “თავის სახლში” – იერუსალიმის დიდ ტაძარში დაბრუნდა და გააძევა იქიდან ქურდები და ყომარბაზები, სულით მეძავნი და ოქროს დახარბებულნი.

ხოლო უნებლიე შეცოდების მიტევება იმით ასწავლა კაცობრიობას, რომ შეცდომილი მარიამ მაგდალინელი ჩაქოლვისაგან დაიხსნა, წინ აეფარა და თქვა: “ვინც თვით არა სცოდა, პირველ იმან ესროლოს ქვაი”.

… და მაინც მოღალატეს არ სძინავს. იუდამ ოცდაათ ვერცხლად გასცა უფალი, ხოლო მოსამართლე პილატემ “ხელი დაიბანა”, რაკიღა ბრბომ თვითონ გამოუტანა განაჩენი მოძღვარს – “ჯვარს აცვი!”

ქრისტემ იტვირთა კაცობრიობის ცოდვები და ჯვარს ეცვა. გაივლის მცირე რამ ჟამი და ებრაელნი იხილავენ მამაღმერთის მიერ მოხდენილ სასწაულს – მკვდრეთით აღმსდგარი ქრისტეს ცად ამაღლებას.

მონაწილეობენ:

ქრისტე – ამირან შალიკაშვილი (უმცროსი)
მარიამ ღვთისმშობელი – ნინო ლორთქიფანიძე
მარიამ მაგდალინელი – სალომე ფილიშვილი
იუდა – დავით შალიკაშვილი
ჰეროდე – ლუკა ჩხაიძე
პილატე – ირაკლი ბიბილური

სოფიო ლოლაძე, ნინო დათუნაშვილი, ანა ჩაგელიშვილი, ეკა დობორჯგინიძე, სალომე ოკუჯავა, ია მიმინოსვილი, გიორგი გურგენიძე, გიორგი ტიელიძე, შოთა ქერაშვილი, გიგი ლორია, ვასო კიპაროიძე, გიორიგ ზვიადაძე, გიორგი აფშილავა.

 
პიესა რევაზ მიშველაძის
დადგმა ამირან შალიკაშვილის
მუსიკის კონსულტანტი, კომპოზიტორი გიორგი ჩლაიძე

Share: