კიდევაც დაიზრდებიან

აპრილი 23, 2024

(ქართული ხალხური ლეგენდის მიხედვით)

ამოდის ვაზი – ქართველი კაცის სიცოცხლისა და ბედნიერების სიმბოლო მის ზრდასთან ერთად მოდის სიყვარული. ქალ-ვაჟი ჯვარს იწერს. მალე ბედნიერ ოჯახს ბიჭი შეეძინება, ბავშვს ნათლავენ. ამ დროს საქართველოს მტერი შემოესევა. ხალხი განსაცდელშია. დედა ღმერთს შესთხოვს უშველოს მის პირმშოს, მაგრამ ამაოდ. ეკლესია ინგრევა და მის ნანგრევებში ბავშვი იღუპება. დასაფლავების დღეს დედა შვილს იტაცებს, ტყეში მიჰყავს, მთელი ღამე უმღერის. იავნანას დედის სიმღერა მისი შემზარავი გოდება “იავნანა” ბავშს აცოცხლებს. მშვიდობიანი ცხოვრება. მინდორში გუთანი მოსჩანს. გლეხები შრომობენ, კვლავ განგაშის ხმა, რომელიც ომის დაწყებას აუწყებს ხალხს, მამაკაცებს ომში ისტუმრებენ. მარტოდ დარჩენილი ქალები ქმრებსა და შვილებს ელოდებიან. ბრძოლის ველიდან კი უმხედროდ ბრუნდებიან ცხენები. განადგურებული ქართველი კაცის ცხოვრებას ისევ დედის “იავნანა” და ვაზის უკვდავება უბრუნებს სიცოცხლეს, ბედნიერებას, ქორწილს, ნათლობას.

მონაწილეობენ:

დედა: ნინო ლორთქიფანიძე, მამა: გიორგი გურგენიძე, მღვდელი: ამირან შალიკაშვილი (უმცროსი)

სალომე ფილიშვილი, სოფო ლოლაძე, სალომე ოკუჯავა, ნინო დათუნაშვილი, ანი ჩაგელიშვილი, ეკა დობორჯგინიძე, თათია გვასალია, ანა ჭიღლაძე, ია მიმინოშვილი, ირაკლი ბიბილური, გიორგი ტიელიძე, ვასილ კიპაროიძე, შოთა ქერაშვილი, გიგი ლორია, ოთარ ლასხიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე.

დადგმა და მუსიკალური ინტერპრეტაცია: ამირან შალიკაშვილი

Share: