ლუარსაბი

აპრილი 25, 2024

სპექტაკლის სიუჟეტი აგებულია ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია-ადამიანი?!“-ს მიხედვით, სადაც მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართველი ხალხის ზოგადი მანკიერი მხარეების რეალისტურად გადმოცემა და სააშკარაოზე გამოტანა. ლურსაბი წარმოგვიდგენს ტიპს (,,ტიპი ყველასაცა ჰგავს ზოგადად და არც ერთსაცა ცალკე’’), რომელიც რეალურ, ტიპურ გარემოში არსებობს – ეს არის საერთო ქართული მოვლენის სურათი.

კონკრეტულ მომენტებზე აქცენტირებით, რომლებიც ყველაზე ნათლად შლის პერსონაჟების ხასიათსა და პრობლემის არსს, ნათელი ხდება, რომ ეს ყველაფერი დღესაც აქტუალურია თანამედროვე საზოგადოებაში და პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია ყველამ საკუთარ თავში შეიცნოს „ლუარსაბი“, როგორც პიროვნული ფენომენი და არა განყენებული, უცხო პერსონაჟი, რომელიც სრულიად განსხვავებულ დროსა და გარემოში ცხოვრობდა.

მონაწილეობენ:

გიორგი გურგენიძე, ეკა დობორჯგინიძე, შოთა ქერაშვილი, სალომე ოკუჯავა, სოფო ლოლაძე, ვასილ კიპაროიძე, ნინო დათუნაშვილი, მიშა ზაქაიძე, გიორგი ტიელიძე.

რეჟისორი და იდეის ავტორი: ლუკა ჩხაიძე
კომპოზიტორი: ნინო ჯანჯღავა
მხატვარი: ლაშა დევდარიანი
ქორეოგრაფი: ნინო ლორთქიფანიძე
რეჟისორის ასისტენტი: გიორგი ტიელიძე

Share: