სტუმარ მასპინძელი

აპრილი 19, 2024

ვაჟა ფშაველა – სტუმარ მასპინძელი

კავკასიის მაღალ მთებში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ ქისტები და ხევსურები. ნადირობის დროს ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ მუსულმანი ჯოყოლა და ქრისტიანი ზვიადაური. ჯოყოლას ბედმა გაუღიმა ჯიხვი მოკლა და ზვიადაურს შესთავაზა ეწვიოს სახლში, ნანადირევი გაიყონ.

მან უცხო მონადირეში ვერ შეიცნო თავისი ძმის მკვლელი და არც ზვიადაურმა გაამხილა თავისი ვინაობა, ეწვია ჯოყოლას სახლში. როგორც მთის წესია ჯოყოლა და მისი მეუღლე აღაზა მხიარულად შეხვდნენ მას, გაიშალა სუფრაც. სტუმარიც და მასპინძელიც მხიარულობდნენ.

ამ მხიარულობის დროს ჯოყოლას თანასოფლელები ზვიადაურში მტერს შეიცნობენ, შეიპყრობენ და წაიყვანენ სასაფლაოზე ხევსურების მიერ მოკლულ ქისტებზე შესაწირად. ამ ფაქტით შეძრწუნებული ჯოყოლა წინ აღუდგება თანასოფლელებს, რათა დაიცვას სტუმარ-მასპინძლობის ადათი. თანასოფლელებთან შეჯახებისას იგი კლავს მუსას, სოფლის თავკაცს. ქისტები ამის გამო სოფლიდან გააძევებენ ჯოყოლას, ხელ-ფეხ შეკრულ ზვიადაურს სასაფლაოზე მიიყვანენ და მოკლავენ. ამ უბედურების მოწმე ჯოყოლას ცოლი აღაზა ზვიადაურს, როგორც ნამდვილ ვაჟკაცს დაიტირებს.

ხევსურებმა გაიგეს რა ზვიადაურის მოკვლის ამბავი, წამოვიდნენ მის დასახსნელად. მათთან ბრძოლაში დაიღუპა ჯოყოლა. ხევსურები აკრეფენ ზვიადაურის ძვლებს და მშობლიურ მიწას მიაბარებენ შეურაწყოფილი, სოფლიდან გაძევებული აღაზა დაასაფლავებს ქმარს, თავად კი აბობოქრებულ მდინარეში გადაეშვება და თავს მოიკლავს.

მონაწილეობენ:

აღაზა – სალომე ფილიშვილი
ზვიადაური – ირაკლი ბიბილური
ჯოყოლა – დავით შალიკაშვილი
მუსა – ამირან შალიკაშვილი (უმცროსი)
ჯიხვი – გიგი ლორია

გიორგი გურგენიძე, ვასილ კიპაროიძე, შოთა ქერაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, გიორგი ზვიადაძე.

დადგმა და მუსიკალური გაფორმება – ამირან შალიკაშვილი

Share: