წმინდა გიორგი

მაისი 8, 2024

კირქვის სვეტთა და სამლოცველო მღვიმეთა ულამაზეს ქალაქ კაბადოკიაში იშვნენ – ნინო კაბადოკიელი (“წმინდა ნინო”) და დიდმოწამე გიორგი (“წმინდა გიორგი”).
ქალწული ნინო თავისი ნაწნავით შეკრული ჯვრით ხელში საქართველოსკენ მოანათებდა, რათა “ქრისტედ მოექცია ქართლი” და ამით აესრულებინა თავისი ღვთიური ვალი ივერთა ქვეყნის წინაშე.

ლეგიონერი გიორგი, რომელმაც არაერთგზის იხილა დამპყრობელ რომაელთა გვემა – შევიწროება ქრისტიანთა მიმართ, წინ აღუდგა იმპერატორ დიოკლეტიანეს ძალადობას, “ქრისტეს მხედრად” იწოდა და სამუდამო ჭეშმარიტებას ეზიარა.

წამების კასკადს შეუყენა იმპერატორმა ურჩი ლეგიონერი.

იმპერატორის წრეგადასულ მრისხანებას თვით დედოფალმა ალექსანდრამაც ვერ გაუძლო, დედოფლის გვირგვინი მოისროლა და წამებულ მხედარს თაყვანი სცა.
ვერ გატეხეს ჯალათებმა წმინდა გიორგი. რომ ეგონათ, ალესილ შუბთა წვერებით დავასამარეთო, სწორედ მაშინ ფენიქსისებრ აღსდგა და ღვთაების ბრწყინვალებით გაბრწყინდა.
მახვილით განგმირა ბოროტება – გველეშაპი და კეთილი ნების ადამიანთა სამუდამო შემწედ დამკვიდრდა ცათა სასუფეველში.

მონაწილეობენ:

წმინდა გიორგი – ამირან შალიკაშვილი (უმცროსი)
წმინდა ნინო – ნინო ლორთქიფანიძე
იმპერატორი დიოკლეტიანე – ლუკა ჩხაიძე
დედოფალი ალექსანდრა – სალომე ფილიშვილი

 
სოფო ლოლაძე, ნინო დათუნაშვილი, ანა ჩაგელიშვილი, ნინო აფციაური, ეკა დობორჯგინიძე, ეკა გაბაშვილი, სალომე ოკუჯავა, ირაკლი ბიბილური, გიორგი გურგენიძე, შოთა ქერაშვილი, ვასო კიპაროიძე, გიგი ლორია, გიორგი ტიელიძე, მიხეილ ზაქაიძე, თორნიკე დიღმელაშვილი.

 

პიესა რევაზ მიშველაძის
დადგმა ამირან შალიკაშვილის
მუსიკის კონსულტანტი, კომპოზიტორი – გოგი ჩლაიძე

Share: