მსოფლიო მიმების პირველი კონფერენცია

 

 

ბელგრადში გამართულ მსოფლიო პანტომიმის კონფერენციაზე ამირან შალიკაშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება.

 

მსოფლიო მიმების პირველ პრესკონფერენციაზე ქართილი პანტომიმის ფუძემდებელი – ამირან შალიკაშვილი საპატიო სტუმრის სტატუსითაა მიწვეული. მსოფლიო პანტომიმის კონფერენცია და მსოფლიო მიმების სტუდენტური ფესტივალი ბელგრადიში, სერბეთში 21- 23 მარტს გაიმართება.

მსოფლიო მიმების ასოციაციის მიზანია, პანტომიმის, თეატრისა და ცეკვის პროფესიონალების გაერთიანება. სხვა და სხვა ქვეყნიდან ჩამოსული თეორიტიკოსების, პროდუსერების, აგენტების ერთ სივრცეში შეკრება და პანტომიმის ხელოვნებასთან დაკავშირებული სფეროების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების გაღვივება.

14 ქვეყნის, მაღალი დონის პროფესიონალებთან ერთად, კონფერენციაზე საქართველო VIP სტუმრის სტატუსით წარსდგება. ბელგრადის კონფერენციის ერთ-ერთ მიზანს, სწორედ ჩარლი ჩაპლინის, მარსელ მარსოს, ამირან შალიკაშვილის და პანტომიმის დარგის სხვა მნიშვნელოვანი ფიგურების მიერ შექმნილი ხელოვნების განვითარების გეგმები წარმოადგენს.

ქართული პანტომიმის დამფუძნებელთან ერთად, კონფერენციას საქართველოს პანტომიმის თეატრის დირექტორი – ამირან შალიკაშვილი ჯუნიორიც დაესწრება, რომელიც საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგება და ქართული პანტომიმის წარმატებასა და განვითარებაზე ისაუბრებს.

 

 

 

Share: