სპექტაკლი “Stop Aids” დადგმულია ყველა დროსა და ეპოქაში აქტუალურ, პრობლემატურ ნარკომანიის თემაზე. მოქმედება მიმდინარეობს ერთი პერსონაჟის გარშემო, რომელიც ცხოვრობს ლამაზი, მშვიდი ცხოვრებით, ჰყავს შეყვარებული, მეგობარი, აქვს ოჯახი. უეცრად მის არსებაში შემოიჭრება ნარკოტიკი, რის შემდეგ მისი სულიერი სამყარო ჯოჯოხეთს ემსგავსება. ამ საშინელ წუმპეში ის ბოლომდე იფლობა და იღუპება. ახლობლები ამას მძიმედ განიცდიან, ყველა ერთიანად ებმება მავნე ჩვეულების წინააღმდეგ ბრძოლაში და ამარცხებენ მას. მხოლოდ სუსტები თუ გაურბიან ჯანსაღი ცხოვრების წესს, სიკეთეს და ბედნიერებას. ამ თემას წარმოდგენაში წამყვანი ადგილი უკავია.
ნინო ლორთქიფანიძე, სალომე ფილიშვილი, სოფო ლოლაძე, სალომე ოკუჯავა, ნინო დათუნაშვილი, ეკა დობორჯგინიძე, ამირან შალიკაშვილი (უმცროსი), ირაკლი ბიბილური, გიორგი გურგენიძე, გიორგი ტიელიძე, შოთა ქერაშვილი, ვასილ კიპაროიძე, გიგი ლორია.
დადგმა, ინსცენირება, მუსიკა და მხატვრობა: დავით შალიკაშვილის